Globe Soccer Awards-მა 2025 წლის საუკეთესო ფეხბურთელისა და თავდამსხმელის ჯილდოსთვის ფინალისტების ვინაობა გამოავლინა, რომელთა შორის საქართველოს ნაკრებისა და „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიაცაა.
აღსანიშნავია, რომ ხვიჩა კვარაცხელია Globe Soccer Awards-ის ნომინაციებში პირველად მოხვდა. ქართველ ფეხბურთელთან ერთად საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის: უსმან დემბელე, დეზირე დუე, ერლინგ ჰოლანდი, აჩრაფ ჰაკიმი, ვინისიუს ჟუნიორი, რობერტ ლევანდოვსკი, კილიან მბაპე, ნუნუ მენდეში, კოლ პალმერი, პედრი, რაფინია, სალაჰი, ვიტინია და ლამინ იამალი იბრძვიან.
რაც შეეხება საუკეთესო თავდამსხმელის ჯილდოს, კვარასთან ერთად ფინალისტები არიან: უსმან დემბელე, ჰარი კეინი, რობერტ ლევანდოვსკი, რაფინია, კილიან მბაპე, სალაჰი და ლამინ იამალი.
შეგახსენებთ, რომ Globe Soccer Awards-ი წლის საუკეთესო ფეხბურთელს და სხვადასხვა ნომინაციის გამარჯვებულებს 28 დეკემბერს დაასახელებს. იქამდე კი, გულშემატკივარს შეუძლია მითითებულ ბმულზე გადასვლით ხვიჩა კვარაცხელიას მხარი დაუჭიროს.





