ფეხბურთი

17:00 | 3.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

Transfermarkt-ის მიხედვით ლამინ იამალი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა

ცნობილმა საიტმა Transfermarkt-მა ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულებები განაახლა, რომლის მიხედვითაც მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი "ბარსელონას" 18 წლის შემტევი ლამინ იამალი გახდა.

განახლებული მონაცემების მიხედვით ახალგაზრდა ფეხბურთელის ღირებულება 200 მილიონია. ყველაფერთან ერთად იამალი გახდა ისტორიაში პირველი ფეხბურთელი, რომელიც 18 წლის ასაკში გახდა ყველაზე ძვირადღირებული. აქამდე მსგავსი ფაქტი არ დაფიქსირებულა.

ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეთა ტოპ 10 შემდეგნაირად გამოიყურება:

ლამინე იამალი - 200 მილიონი
ჯუდ ბელინგემი - 180 მილიონი
ერლინგ ჰოლანდი - 180 მილიონი
კილიან მბაპე - 180მილიონი
ვინისიუსი - 150 მილიონი
პედრი - 140 მილიონი
ჯამალ მუსიალა - 140 მილიონი
ბუკაიო საკა - 140 მილიონი
ალექსანდრ ისაკი - 140 მილიონი
ფლორიან ვირცი - 130 მილიონი.

ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულება არ შეცვლილა და კვლავაც 90 მილიონს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ ლამინ იამალს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის გათვალისწინებით 15 მატჩი აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 7 გოლთან ერთად 9 საგოლე გადაცემაა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091395