ფეხბურთი

19:20 | 3.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

დეკუს კომენტარი "ბარსელონაში" მესის დაბრუნების შესაძლებლობაზე

„ბარსელონას“ სპორტულმა დირექტორმა დეკუმ ლიონელ მესის დაბრუნება, თუნდაც იჯარით, პრაქტიკულად გამორიცხა.

როგორც მან აღნიშნა, ლეოს „ინტერ მაიამისთან“ კონტრაქტი აკავშირებს და მის დაბრუნებაზე საუბარი არ მიმდინარეობს:

მესის იჯარით დაბრუნება? არ მგონია, ეს შესაძლებელი იყოს. ლეოს თავის კლუბთან კონტრაქტი აქვს. არ მგონია, რომ ეს ოდესმე განხილულიყო... მესი ყოველთვის მესია, მას ყოველთვის შეუძლია რაღაცის შეთავაზება, მაგრამ ახლა ამაზე არ ვისაუბრებთ“, - თქვა დეკუმ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092392