სხვა

23:24 | 3.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

ცხოვრებაძის 3 გოლი და "ზაგრების" პირველი გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაზე

ხელბურთის ჩემპიონთა ლიგის მე-10 ტურში ხორვატიის ჩემპიონმა „ზაგრებმა“ ჩრდილოეთ მაკედონიურ „პელისტერს“ უმასპინძლა, რომელიც დაძაბულ ბრძოლაში 27:23 დაამარცხა.

გიორგი ცხოვრებაძემ ამ გამარჯვებაში წვლილი 3 გოლით შეიტანა. მან კარში 7-ჯერ დაარტყა.

„ზაგრებისთვის“ ეს პირველი გამარჯვებაა ჩემპიონთა ლიგაზე და B ჯგუფში ბოლო ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 18 თებერვალს, პსჟ-ს უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.093204