„ნაპოლი“ იტალიის თასის მეოთხედფინალში გავიდა. ანტონიო კონტეს გუნდს საკუთარ მოედანზე „კალიარისთან“ ძალიან გაუჭირდა, მაგრამ პენალტების სერიაში იმარჯვა.
პირველ ტაიმში ნეაპოლელები ლორენცო ლუკას გოლით დაწინაურდნენ, რასაც 67-ე წუთზე სებასტიანო ესპოზიტომ უპასუხა და წონასწორობა აღადგინა. ყველაფერი პენალტების სერიაში გადაწყდა, რომელიც „ნაპოლიმ“ 9:8 მოიგო. გუნდებმა 10-10 პენალტი დაარტყეს.
მეოთხედფინალში ითამაშებს „ატალანტაც“, რომელმაც შინ „ჯენოა“ 4:0 გაანადგურა. ბერგამოელები მეოთხედფინალში „იუვენტუსს“ შეხვდებიან, ხოლო „ნაპოლის“ მეტოქე „ფიორენტინასა“ და „კომოს“ შორის გამარჯვებულს შეხვდება.
"ინტერმა" სერია B-ს ბინადარ "ვენეციას" 5:1 აჯობა, მომდევნო ეტაპზე კი, "რომას" ან "ტორინოს" დაუპირისპირდება.






