„ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა ენცო მარესკამ ახსნა გუნდის არასტაბილური თამაშის მიზეზი. ინგლისის პრემიერლიგის მე-14 ტურში „ლიდს იუნაიტედთან“ 3:1 მარცხის შემდეგ.
„როდესაც ისე თამაშობ, როგორც ჩვენ ბოლო ორ მატჩში „ბარსელონასა“ და „არსენალთან,“ უეჭველად უკეთეს შედეგს ელი. მაგრამ ის, რომ იმ ორ შეხვედრაში კარგად ვითამაშეთ, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, არ ნიშნავს, თითქოს ყოველთვის ერთნაირად გამოგვივა საქმე.
არის მიზეზები, რომლებთანაც გვიწევს გამკლავება. გვყავს ფეხბურთელები, რომელთა მოედანზე გამოყვანა ორ ან სამ დღეში ერთხელ არ შეიძლება. როდესაც მოთამაშეებს ცვლი, დონე ეცემა, ეს რეალობაა, რადგან ისინი ჩვენთვის მნიშვნელოვანი მოთამაშეები არიან და ნებისმიერი გუნდისთვის მნიშვნელოვანი მოთამაშეები იქნებოდნენ“, - ციტირებს მარესკას სიტყვებს „ჩელსის“ ოფიციალური ვებ-გვერდი.






