NBA-ში გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ „სან ანტონიო სპურსთან“ დაძაბულ ბრძოლაში, 112:114 დამარცხდა და სამმატჩიანი მოგებების სერია შეწყვიტა.
ბითაძემ არასრულ 20 წუთში 8 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა. გოგამ 4-დან 4 ორქულიანი ჩააგდო და შეტევაში 100%-იანი სიზუსტით ითამაშა, რადგან არც სამქულიანი და არც საჯარიმო არ უსვრია.
„ორლანდოში“ საუკეთესო ფრიც ვაგნერი იყო 25 ქულით, 4 მოხსნით და 6 პასით, ხოლო „სან ანტონიოს“ დე’აარონ ფოქსმა ულიდერა, რომელმაც 31 ქულა, 5 მოხსნა და 5 პასი მიითვალა.
„ორლანდო მეჯიქი“ 13 მოგებით და 9 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 6 დეკემბერს, შინ „მაიამი ჰიტთან“ გამართავს.









