ფეხბურთი

18:45 | 4.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

მამარდაშვილი პრემიერლიგამ ნოემბრის საუკეთესო მოგერიების ნომინანტებში დაასახელა

„ლივერპულის“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი პრემიერლიგამ ნოემბრის საუკეთესო სეივის ექვს ნომინანტს შორის დაასახელა.

პრემიერლიგის საიტზე გამოკითხვა მიმდინარეობს, რომელშიც მონაწილეობა გულშემატკივრებს შეუძლიათ, შესაბამისად, საუკეთესოსთვის ხმის მიცემა - ამ ბმულზე. ერთ-ერთი მამარდაშვილია.

ნოემბერში პრემიერლიგაში გიორგის სეივი გამოარჩია „ასტონ ვილასთან“ მატჩში, როცა მეტი კეშის დარტყმა მოიგერია. ქართველის კონკურენტები არიან გულიელმო ვიკარიო (ტოტენჰემი), ემილიანო მარტინესი (ასტონ ვილა, 2 სეივი), ალფონს არეოლა (ვესტ ჰემი) და ჯორდან პიკფორდი (ევერტონი).

აქვე გეტყვით, რომ აგვისტოში საუკეთესო სეივის ჯილდო ჯეიმს ტრაფორდმა მიიღო, სექტემბერში ჯანლუიჯი დონარუმამ, ხოლო ოქტომბერში - მარტინ დუბრავკამ.

მიმდინარე სეზონში გიორგი მამარდაშვილმა „ლივერპულის“ მაისურით ყველა ტურნირზე 10 მატჩი ჩაატარა - 5 პრემიერლიგაში, 4 ჩემპიონთა ლიგაზე და 1 ინგლისის ლიგის თასზე.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.090352