საქართველოს ეროვნული ლიგის ბოლო ტურის მატჩი „იბერიასა“ და „გაგრას“ შორის უმაყურებლოდ ჩატარდება.
განცხადება თბილისური კლუბის საიტზე გავრცელდა:
„გვინდა გაცნობოთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, 6 დეკემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე კრისტალბეთ ეროვნული ლიგის უმნიშვნელოვანესი, საჩემპიონო მატჩი, სამწუხაროდ, გულშემატკივრების გარეშე ჩატარდება. აღნიშნული ფაქტის შესახებ დადასტურებული ინფორმაცია გვეცნობა სფფ-სგან 3 დეკემბერს. რადგან ძალიან მცირე დრო რჩება ფინალამდე, ჩვენი ხელმძღვანელობის პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით მოგვიანებით, სეზონის დასრულების შემდეგ გაგაცნობთ“, - ნათქვამია განცხადებაში.
„იბერია“ „გაგრას“ 6 დეკემბერს, 17:00 საათზე „მიხეილ მესხზე“ უმასპინძლებს. მასპინძლები გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ჩემპიონის ტიტულს ზედიზედ მეორედ მოიპოვებენ.





