კალათბურთი

23:57 | 4.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

რატი ანდრონიკაშვილი კარიერას ისლანდიაში გააგრძელებს

საქართველოს ნაკრების კალათბურთელი რატი ანდრონიკაშვილი კარიერას ისლანდიის ჩემპიონატში გააგრძელებს.

24 წლის მოთამაშემ კონტრაქტი „აულფტანესთან“ გააფორმა, რომელიც მიმდინარე სეზონში ოთხ-ოთხი მოგება/წაგების ბალანსით მეხუთე საფეხურზეა.

რატი ანდრონიკაშვილი ბოლო პერიოდში უგუნდოდ იყო, მანამდე კი „კრეიტონში“, „მურსიაში“, თსუ-ში, „რიგაში“ და „ობრადოიროში“ აქვს ნათამაშები.

0.09501