ფეხბურთი

12:14 | 5.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

"მილანი" 20 წლის კოლუმბიელ მცველს დაიმატებს

„მილანი“ მედელინის „დეპორტივო ინდეპენდიენტედან“ 20 წლის მცველს, ხუან არიზალას დაიმატებს.

ფაბრიციო რომანოს ცნობით, ტრანსფერის თაობაზე შეთანხმება მიღწეულია და 3 მილონი ევროს სანაცვლოდ კოლუმბიელი კარიერას იტალიაში გააგრძელებს. „დეპორტივო ინდეპენდიენტეს“ ისტორიაში ეს ერთ-ერთი რეკორდული გაყიდვაა.

არიზალას შეთავაზებები ბრიტანეთიდან და ბელგიიდანაც ჰქონდა, მაგრამ მან „მილანში“ გადაბარგება ამჯობინა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.163263