ფეხბურთი

2:23 | 5.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერმა" ისევ ვერ მოიგო

ინგლისის პრემიერლიგის მე-14 ტური „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „ვესტ ჰემის“ მატჩით დასრულდა, რომელშიც გუნდებმა ქულები გაიყვეს.

პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მეორე ნახევრის დასაწყისში კი დიოგო დალომ „წითელი ეშმაკები“ დააწინაურა, მაგრამ „ჩაქუჩებმა“ ქულა მაინც გადაარჩინეს, რადგან 83-ე წუთზე სუნგოტუ მაგასამ გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 1:1.

„მანჩესტერ იუნაიტედი“ 22 ქულით მერვე ადგილზეა და მომდევნო ტურში 8 დეკემბერს, „ვულვზს“ ესტუმრება, ხოლო „ვესტ ჰემი“ 12 ქულით მე-18 ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.088907