რუს-თათარი მოდელი ირინა შეიკი როგორც იცით ერთ დროს კრიშტიანუ რონალდუს გულისსწორი იყო და პორტუგალიელ ვარსკვლავთან თანაყოფის დროს არაერთხელ ყოფილა მსოფლიოს სხვადასხვა სტადიონზე, რამაც სავარაუდოდ გააჩინა განწყობა, რომ ამ გოგოს ფეხბურთი ესმის და აინტერესებს.
როგორც აღმოჩნდა ახლა მას ფეხბურთი არათუ აინტერესებს, მასზე საუბარიც კი არ სურს. ესპანელი ჟურნალისტის კითხვაზე, იგი კვლავ არის თუ არა მადრიდის „რეალის“ ქომაგი, ირინა შეიკმა გაიცინა და განაცხადა, რომ ის ფეხბურთის თავგადამკვდარი ქომაგი არასოდეს ყოფილა და სტადიონზე ბოლოს როდის იყო წესიერად არც კი ახსოვს.
სხვათაშორის, ისიც უნდა ითქვას, რომ ირინას „რეალის“ ქომაგად თავი მაშინაც არ გამოუცხადებია, როდესაც რონალდუსთან იყო. სტადიონებზე როგორც გითხარით კი დაყვებოდა გულისსწორს, მაგრამ არ არსებობს დასტური იმისა, რომ ეთქვას, გინდა თუ არა მადრიდელებზე მეკეტება ჭკუაო.







