ვეტერანმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა მარსელომ განაცხადა, რომ დღევანდელ ფეხბურთში მისი ერთ-ერთი ფავორიტი ხვიჩა კვარაცხელიაა.
„ამჟამად მადრიდის „რეალის“ 18-წლამდელთა გუნდში ერთი ფეხბურთელია, სახელას გაბრი. ის შესანიშნავია, ძალიან მომწონს. ის აუცილებლად მოხვდება პირველ გუნდში, რადგან შთამბეჭდავი დრიბლინგები აქვს, ლამინის მსგავსად თამაში ძალიან კარგად ესმის. ასევე მიყვარს კვარაცხელია პსჟ-დან“, - თქვა მარსელომ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-ში 2025 წლის იანვრიდან თამაშობს, ხოლო მანამდე „ნაპოლის“, „დინამო ბათუმის“, „რუბინის“, მოსკოვის „ლოკომოტივის“, „რუსთავის“ და „დინამო თბილისის“ ღირსებას იცავდა.





