ფეხბურთი

16:22 | 5.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

ერიკ გარსიამ "ბარსელონასთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

„ბარსელონამ“ ერიკ გარსიასთან კონტრაქტის განახლების შესახებ გამოაცხადა.

ახალი შეთანხმებით ესპანელი მცველი კატალონიურ გრანდში 2031 წლის ზაფხულამდე დარჩება.

გარსია „ბარსელონას“ ღირსებას 2021 წლიდან იცავს და 134 მატჩში 7 გოლი გაიტანა. მანამდე ის „მანჩესტერ სიტიში“ იყო, ხოლო ერთი სეზონი იჯარიტ „ჟირონაში“ გაატარა.

0.093536