ფეხბურთი

18:07 | 5.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე: "ჩავარდნა ყველას აქვს, არ ინერვიულოთ, კვარას თამაშით კმაყოფილი ვარ"

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ „რენთან“ მატჩამდე პრესკონფერენციაზე ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა.

როგორც ესპანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, კმაყოფილია კვარას თამაშით, ხოლო აღმასვლა და ჩავარდნა ყველა ფეხბურთელს აქვს:

„ძალიან კმაყოფილი ვარ კვარას თამაშით. ის მაღალი დონის მოთამაშეა დიდი ამბიციებით. ძალიან კმაყოფილი ვარ მისი დონით მას შემდეგ, რაც გასულ სეზონში მოვიდა. მას ბევრი თვისება აქვს. ყველა მოთამაშეს აქვს თავისი აღმასვლა და ჩავარდნა, არ ინერვიულოთ“, - თქვა ლუის ენრიკემ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში „პარი სენ-ჟერმენის“ მაისურით 17 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა.

ლუის ენრიეკმ მომავალი მატჩისა და ლიგა 1-ში შექმნილი სიტუაციის შესახებაც ილაპარაკა:

„არის ერთი გუნდი, რომელმაც ჩვენზე ერთი ქულით მეტი მოიპოვა, ამიტომ მეორე ადგილზე დამსახურებულად ვართ. ეს ჩვენთვის, როგორც გუნდისთვის, მოტივაციაა. ამჟამად, გასულ სეზონთან შედარებით ოთხი ქულით ნაკლები გვაქვს. თუმცა, როდესაც გუნდში ტრავმირებულებს ვხედავ, ვფიქრობ, რომ ძალიან კარგ სეზონს ვატარებთ. ასევე არიან სხვა გუნდები, რომლებიც ძალიან კარგად თამაშობენ. სეზონის განმავლობაში ვნახავთ, ვინ არის საუკეთესო გუნდი და ახლა ასეთი „ლანსია“.

ყველა გუნდი, რომელიც „პარკ დე პრენსზე“ მოდის, ცდილობს პრობლემები შეგვიქმნას. ვიცით მათი თვისებები და ხვალ რთული იქნება, რადგან ეს არის გუნდი, რომელიც ძალიან კარგად თამაშობს, როგორც ბურთით, ასევე ბურთის გარეშე. მათ ბევრი ქულა დააგროვეს, განსაკუთრებით ბოლო კვირების განმავლობაში, როდესაც ზედიზედ ოთხი გამარჯვება მოიპოვეს. თუმცა, ეს ჩვენთვის უფრო მოტივაციაა.

ვფიქრობ, ძალიან სტაბილური გუნდი ვართ, რაც ჩვენს მენტალიტეტს ასახავს. ამჟამად, გვყავს ლიგაში კონკურენტები, რაც ნამდვილი მოტივაციაა. როდესაც ჩემს ფეხბურთელებს ვესაუბრები, იგივე თავდაჯერებულობას ვგრძნობ ჩვენი ძლიერი მხარეების და იმ მიზნების მიმართ, რისი მიღწევაც ამ ლიგაში გვსურს“, - აღნიშნა ესპანელმა.

პსჟ-სა და „რენის“ მატჩი 6 დეკემბერს, 23:59 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.086965