ვაშინგტონში მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა, რის შედეგადაც 42 ნაკრები 12 ჯგუფში განაწილდა (პლუს კიდევ პოტენციურად 6 ნაკრები, რომლებიც მარტში მოიპოვებენ მუნდიალის საგზურს).
შედეგად, მუნდიალის წილისყრის შედეგები ასეთია:
A ჯგუფი
მექსიკა
სამხრეთ აფრიკა
სამხრეთ კორეა
უეფას D პლეი-ოფის გამარჯვებული (ჩეხეთი, ირლანდია, დანია ან ჩრდ. მაკედონია)
B ჯგუფი
კანადა
უეფას A პლეი-ოფის გამარჯვებული (უელსი, ბოსნია, იტალია ან ჩრდ. ირლანდია)
კატარი
შვეიცარია
C ჯგუფი
ბრაზილია
მაროკო
ჰაიტი
შოტლანდია
D ჯგუფი
აშშ
პარაგვაი
ავსტრალია
უეფას C პლეი-ოფის გამარჯვებული (სლოვაკეთი, კოსოვო, თურქეთი ან რუმინეთი)
E ჯგუფი
გერმანია
კურასაო
კოტ დივუარი
ეკვადორი
F ჯგუფი
ნიდერლანდები
იაპონია
უეფას B პლეი-ოფის გამარჯვებული (უკრაინა, შვედეთი, პოლონეთი ან ალბანეთი)
ტუნისი
G ჯგუფი
ბელგია
ეგვიპტე
ირანი
ახალი ზელანდია
H ჯგუფი
ესპანეთი
კაბო ვერდე
საუდის არაბეთი
ურუგვაი
I ჯგუფი
საფრანგეთი
სენეგალი
ფიფას მეორე პლეი-ოფის გამარჯვებული (ბოლივია, სურინამი ან ერაყი)
ნორვეგია
J ჯგუფი
არგენტინა
ალჟირი
ავსტრია
იორდანია
K ჯგუფი
პორტუგალია
ფიფას პირველი პლეი-ოფის გამარჯვებული (ახალი კალედონია, იამაიკა ან კონგო დრ)
უზბეკეთი
კოლუმბია
L ჯგუფი
ინგლისი
ხორვატია
განა
პანამა

ფოტო: Getty Images
როგორც ხედავთ, 48 ნაკრები 12 ოთხგუნდიან ჯგუფში განაწილდა, საიდანაც ორ-ორი საუკეთესო, აგრეთვე, 12 მესამეადგილოსნიდან საუკეთესო შედეგის მქონე 8 ნაკრები ჯგუფებიდან გავლენ.
შემდეგ მუნდიალი პლეი-ოფის სისტემით გაგრძელდება: 32 ნაკრები 1/16-ფინალში დაწყვილდება, მერე იქნება მერვედფინალები, მეოთხედფინალები, ნახევარფინალები და ფინალი.
მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატი 11 ივნისს, მეხიკოში, „აცტეკაზე“ დაიწყება, გახსნის მატჩი მექსიკასა და სამხრეთ აფრიკას შორის შედგება, სხვათა შორის, როგორც 2010 წელს, ოღონდ, მაშინ მასპინძელი სამხრეთ აფრიკა იყო, ხოლო ფინალური მატჩი 19 ივლისს, ნიუ ჯერსიში გაიმართება.







