ფეხბურთი

23:56 | 5.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

"უოტფორდის" მწვრთნელი: "ჩაკვეტაძე მზადაა 30 წუთზე მეტი ითამაშოს"

„უოტფორდის“ ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე ძირითად შემადგენლობაში დასაბრუნებლად მზადაა.

„ნორვიჩთან“ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ინგლისური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ხავი გრასიამ ეს ინფორმაცია დაადასტურა:

„ის უმატებს და ვფიქრობ, რომ 30 წუთზე მეტის სათამაშოდ მზადაა. მას შეუძლია კონკურენციის გაწევა და თავისი დონის კიდევ უფრო დიდხანს შენარჩუნება“, - თქვა გრასიამ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძე 8-თვიანი უქმობის შემდეგ დაბრუნდა და ბოლო ორ მატჩში მონაწილეობა მიიღო, ჯერ 15 წუთით, შემდეგ ნახევარი საათი. როგორც ჩანს, ახლა ის ძირითადში დასაბრუნებლადაც მზადაა.

„უოტფორდისა“ და „ნორვიჩის“ მატჩი 6 დეკემბერს, თბილისის დროით 16:30 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095886