გიორგი ჩაკვეტაძე, რომელიც დიდი ხნის შემდეგ ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა, ისევ დაშავდა და ტრავმის გამო შეცვალეს.
„უოტფორდის“ ფეხბურთელმა „ნორვიჩ სიტისთან“ თამაში პირველივე წუთიდან დაიწყო, მაგრამ 38-ე წუთზე შესაცვლელი გახდა. ჯერ უცნობია როგორი დაზიანება აქვს და რა სიმძიმის, მაგრამ ერთი შეხედვით საქმე სერიოზულადაა. გიორგიმ ფეხში მძიმე ჩარტყმა მეკარესთან შეჯახებისას მიიღო.
ჩაკვეტაძეს ფეხის თითქმის ტრავმის გამო 8 თვე გაუცდა და მოედანზე ცოტა ხნის წინ დაბრუნდა. ორი მატჩი შეცვლაზე ითამაშა, ახლა სასტარტოში გამოჩნდა და ისევ არ გაუმართლა.
რაც შეეხება მატჩს, „უოტფორდმა“ 3:2 მოიგო, 27 ქულა დააგროვა, მე-10 ადგილზეა და მომდევნო ტურში 9 დეკემბერს, „შეფილდ უენსდეის“ უმასპინძლებს.






