ფეხბურთი

17:57 | 6.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

შოთა ნონიკაშვილის გოლი უკრაინის ჩემპიონატში

უკრაინის პრემიერლიგის მე-15 ტურში „ლნზ ჩერკასიმ“ „ობოლონი“ 3:0 დაამარცხა, შოთა ნონიკაშვილმა კი გოლი გაიტანა.

ქართველმა ფეხბურთელმა მეტოქის კარი 77-ე წუთზე თავური დარტყმით დალაშქრა და ანგარიში 2:0 გახადა. ნონიკაშვილს უკრაინის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 14 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი.

„ჩერკასი“ უკრაინას პრემიერლიგაში 32 ქულით პირველ ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 14 დეკემბერს, „ეპიცენტრს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.098038