ფეხბურთი

20:07 | 6.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

"იბერიას" მწვრთნელი: "ჩემპიონის მენტალიტეტია წნეხთან გამკლავება და ეს კარგად გამოგვივიდა"

თბილისის „იბერიას“ მთავარმა მწვრთნელმა გუგა ნერგაძემ „გაგრასთან“ გამარჯვების (2:1) და საქართველოს ჩემპიონობის შემდეგ კომენტარი გააკეთა:

„ნამდვილად, ბევრი სირთულე იყო, როცა გუნდი ჩავიბარე, პირველ ადგილთან 6 ქულით უკან იყო. ჩემი აზრით, ცხოვრებაში მარტო ადამიანს არაფრის გაკეთება შეუძლია და ეს შედეგი გუნდურობის შედეგია. ყველას დიდი შრომის შედეგია, მადლობა ფეხბურთელებს და კლუბის ხელმძღვანელობას. ეს ჩემი პირველი ტიტულია და ძალიან ბედნიერი ვარ. თამაშამდე ყურადღება იმაზე გავამახვილე, რომ ფეხბურთელებს წნეხი არ ჰქონოდათ. ზოგადად, ჩემპიონის მენტალიტეტი ისაა, რომ წნეხს გაუმკლავდე და ვფიქრობ, ეს კარგად გამოგვივიდა“, - აღნიშნა ნერგაძემ.

„იბერიამ“ სეზონი 80 ქულით დაასრულა, ზედიზედ მეორედ, ისტორიაში მესამედ გაჩემპიონდა და მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. „დილამ“ 78 ქულით მეორე ადგილი დაიკაა და კონფერენს ლიგაზე გამოვა, როგორც „ტორპედო“ და „დინამო თბილისი“, რომელიც 57 ქულით მეოთხე ადგილზე გავიდა.

ეროვნული ლიგიდან „კოლხეთი“ გავარდა და „რუსთავი“ დაბრუნდა, პლეი-აუტში კი, „თელავი“ „მეშახტეს“ და „გარეჯი“ „სპაერს“ შეხვდება. სეზონის საუკეთესო ბომბარდირი 21 გოლით „ტორპედოს“ ფორვარდი ბიორნ იონსენი გახდა.

10 დეკემბერს, საქართველოს თასის ფინალია, სადაც კიდევ ერთხელ ტიტულისთვის „იბერია“ და გორის „დილა“ დაუპირისპირდებიან.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092022