ფეხბურთი

21:13 | 6.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

„მანჩესტერ სიტიმ“ „სანდერლენდი“ გაანადგურა და პრემიერლიგის ცხრილში ლიდერ „არსენალს“ მიუახლოვდა

ინგლისის პრემიერ ლიგის 2025/2026 წლების სეზონის მე-15 ტურის მატჩი „მანჩესტერ სიტისა“ და „სანდერლენდს“ შორის დასრულდა. „ქალაქელებმა“ 3:0 მოიგეს.

რუბენ დიაშმა ანგარიში 31-ე წუთზე გახსნა, იოშკო გვარდიოლმა გუნდის უპირატესობა 35-ე წუთზე გააორმაგა, ხოლო ფილ ფოდენმა სიტის მესამე გოლი 65-ე წუთზე გაიტანა. სტუმარმა ლუკ ო'ნაიენმა წითელი ბარათი 90+5 წუთზე მიიღო.

ამ თამაშის შემდეგ, „მანჩესტერ სიტი“ ინგლისის პრემიერლიგის ცხრილში 31 ქულით მეორე ადგილზეა. „სანდერლენდი“ 23 ქულით - მეშვიდეზე.

შემდეგ მატჩში „ქალაქელები“ ​​14 დეკემბერს სტუმრად „კრისტალ პალასს“ დაუპირისპირდებიან, ხოლო „შავი კატები“ იმავე დღეს „ნიუკასლ იუნაიტედს“ უმასპინძლებენ.

ინგლისი. პრემიერლიგა. მე-15 ტური. 6 დეკემბერი: ასტონ ვილა - არსენალი 2:1, ბორნმუთი - ჩელსი 0:0, მანჩესტერ სიტი - სანდერლენდი 3:0, ნიუკასლი - ბარნლი 2:1, ტოტენჰემი - ბრენტფორდი 2:0, ევერტონი - ნოტინგემ ფორესტი 3:0, ლიდსი ლივერპული მოგვიანებით გაიმართება

0.087498