ცნობილი ესპანური გამოცემა AS-ი „ხეტაფეს“ წინააღმდეგ გიორგი მიქაუტაძის გოლს გამოეხმაურა.
„ვილიარეალის“ ქართველმა ფეხბურთელმა მეკარეს ბურთი თავზე ძალიან ლამაზად გადაუგდო და ესპანელებიც აღაფრთოვანა:
„მეტი ძებნა აღარ დაგჭირდებათ, რადგან დღის გოლი უკვე გვაქვს: მიქაუტაძემ შეტევა გიჟურად დაასრულა. ქართველმა ფეხბურთელმა „ვილიარეალის“ მეორე გოლი გაიტანა. მან მეკარისგან ბურთი მიიღო და არაჩვეულებრივი ოსტატობით დაასრულა თამაში“, - წერს AS-ი.
შეგახსენებთ, გიორგი მიქაუტაძეს „ვილიარეალის“ მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 16 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი, ორჯერ კი საგოლე პასი გააკეთა. კონკრეტულად ლა ლიგაში მის ანგარიშზე 10 შეხვედრაში 3 გოლი და 2 ასისტია.
„ვილიარეალისთვის“ ეს ლა ლიგაში ზედიზედ მეექვსე გამარჯვება იყო, 35 ქულით მესამე ადგილზეა და მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება ლიდერ „ბარსელონას“, ხოლო ერთი ქულით „რეალს“. მარსელინოს გუნდი მომდევნო ტურში 14 დეკემბერს, „ლევანტეს“ ესტუმრება, თუმცა მანამდე ჩემპიონთა ლიგაზე 10 დეკემბერს, „კოპენჰაგენს“ უმასპინძლებს.





