ხელბურთში ხორვატიის ჩემპიონატის მორიგ ტურში „ზაგრებმა“ „ვარაჟდინი“ ადვილად, 38:22 დაამარცხა.
კარგი თამაში ჰქონდა „ზაგრების“ ქართველ ლეგიონერს, გიორგი ცხოვრებაძეს, რომელმაც 4 გოლი გაიტანა. გარდა ამისა, ის 3 საგოლე პასითაც გამოირჩა.
ცხოვრებაძეს მიმდინარე სეზონში ჩემპიონატის ეგიდით 11 შეხვედრაში უკვე 48 გოლი დაუგროვდა, ხოლო „ზაგრები“ 13 ტურში 13 მოგებით ჩემპიონატის ლიდერია და 13 დეკემბერს, „უმაგს“ უმასპინძლებს.









