ფეხბურთი

3:03 | 7.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე: "კვარაცხელიას მხატვრული თვისებები და უძლიერესი მენტალიტეტი აქვს"

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ „რენთან“ მატჩის (5:0) შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია შეაქო.

როგორც მან თქვა, ის უმაღლესი მენტალიტეტის მქონე ფეხბურთელია, რომლის შესაძლებლობებში ეჭვი არ ეპარება:

„მახსოვს, გუშინ თქვენმა კოლეგებმა მკითხეს, კვარა გამოირჩეოდა თუ არა, განსხვავებული დამოკიდებულებით მაგალითად, ჩემპიონთა ლიგასა და ლიგა 1-ს შორის - პასუხია არა. დიახ, ზეწოლა არსებობს, მაგრამ ის ბრწყინვალე ფეხბურთელია, განსხვავებული, უმაღლესი დონის ინტელექტით და მხატვრული თვისებებით. ჩვენ მასში დარწმუნებულები ვართ“, - თქვა ლუის ენრიკემ.

ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში „პარი სენ-ჟერმენის“ მაისურით 18 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა, ხოლო კონკრეტულად ლიგა 1-ში მისი მონაგარი 13 მატჩში 3 გოლი და 3 ასისტია.

„პარი სენ-ჟერმენი“ ლიგა 1-ში 33 ქულით მეორე ადგილზეა და ქულით ჩამორჩება „ლანსს“, მომდევნო ტურში კი 13 დეკემბერს, „მეცს“ ესტუმრება, მაგრამ მანამდე ჩემპიონთა ლიგაზე 10 დეკემბერს, „ბილბაოს“ ესტუმრება.

0.092351