სხვა

12:33 | 7.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

მერაბ დვალიშვილი: "ისეთი მოტივირებული ვარ, როგორც არასდროს, უფრო ძლიერს მელოდეთ"

ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა პიოტრ იანთან მარცხის შემდეგ სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა.

როგორც ის ამბობს, მოტივირებულია და უფრო ძლიერი დაბრუნდება:

„თქვენი გულისთვის სიკვდილისთვის მზად ვარ. მადლობა ჩემს ოჯახს, ყველაფერი კარგადაა, დედი მიყვარხარ, შენ გენაცვალე გულში. მაგრად ვარ, მოტივირებული ვარ, როგორც არასდროს. სახეზე პატარა ნაკაწრები მაქვს, ყველაფერი წინაა, უფრო ძლიერს მელოდეთ, დავბრუნდები, გაუმარჯოს საქართველოს“, - თქვა დვალიშვილმა.

მერაბ დვალიშვილმა 2025 წელს მეოთხე ბრძოლა ჩაატარა და ქამრის მეოთხედ დაცვას ცდილობდა, თუმცა სამწუხაროდ არ გამოუვიდა - მსაჯების გადაწყვეტილებით ბრძოლა პიოტრ იანმა მოიგო.

0.090182