ფეხბურთი

18:54 | 7.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ნიურნბერგი" ფრეს დასჯერდა, ლოჩოშვილმა სადებიუტო გოლი გაიტანა

II ბუნდესლიგის მე-15 ტურში "ნიურნბერგი" საკუთარ მოედანზე "გროიტერ ფიურტს" დაუზავდა 2:2, ხოლო ლუკა ლოჩოშვილმა გერმანული კლუბის მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა.

მატჩის პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა, თუმცა გუნდებმა მეორე ტაიმის საწყის 15 წუთში ოთხი გოლის გატანა მოახერხეს. 48-ე წუთზე ლუკა ლოჩოშვილმა ლამაზი თავურით მოახერხა გატანა და თავისი გუნდი წინ გაიყვანა, თუმცა სტუმრებმა 53-ე წუთზე შეძლეს გათანაბრება 1:1. 57-ე წუთზე "ნიურნბერგი" კვლავ დაწინაურდა, ამჯერად თავი მუჰამედ ზომამ გამოიჩინა, მაგრამ "ფიურტის" ფეხბურთელებმა მის გოლსაც მალევე უპასუხეს და 61-ე წუთზე წონასწორობა კვლავ აღსდგა 2:2. დარჩენილ დროში აღარაფერი შეცვლილა და მიუხედავად იმისა, რომ "ნიურნბერგი" ორჯერ იგებდა მაინც ფრეს დასჯერდა.

ლუკა ლოჩოშვილმა შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და სრულად ითამაშა. ქართველმა მორიგი კარგი შეხვედრა ჩაატარა და სხვადასხვა სტატისტიკური ვეგვერდების მიხედვით 7.4 შეფასება დაიმსახურა. მიმდინარე სეზონში მას 14 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი.

შეგახსენებთ, რომ "ნიურნბერგი" 15 ტურის შემდეგ 19 ქულით მე-11 ადგილზეა და შემდეგ ტურში "შალკე 04-ს" დაუპირისპირდება.

0.056045