კალათბურთი

3:03 | 8.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

სანდრო მამუკელაშვილის შედეგიანი თამაში და "ტორონტოს" ზედიზედ მესამე მარცხი NBA-ში

NBA-ში „ტორონტო რეპტორსმა“ ზედიზედ მესამე მარცხი განიცადა და შინ „ბოსტონ სელტიქსთან“ 113:121 დამარცხდა.

სანდრო მამუკელაშვილს ძალიან კარგი თამაში ჰქონდა, 23 წუთში 14 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 10-დან 6 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.

„ბოსტონში“ ჯეილენ ბრაუნი 30 ქულით და 8 მოხსნით გამოირჩა. „ტორონტოს“ ბრენდონ ინგრემმა ულიდერა, რომელმაც 30 ქულა და 4 მოხსნა დააგროვა.

„ტორონტო“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 15 მოგებით და 10 წაგებით მეოთხე ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 10 დეკემბერს, შინ „ნიუ იორკ ნიქსთან“ გამართავს.

0.141492