ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ „ნაპოლისთან“ მარცხის (1:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
როგორც მან თქვა, უნდა მოუმატონ, თორემ, ასეთი ტემპით ძალიან გაუჭირდებათ:
„ისინი ჩვენზე ძლიერებ იყვნენ, ბურთის მოძრაობაში ნელა ვმოქმედებდით. შეტევაში მობილურობა არ გვქონდა, ძალიან აკადემიურად ვთამაშობდით. პროგრესი გვჭირდება, თორემ, ასე რთული იქნება. იმაზე უკეთ თამაში შეგვიძლია, ვიდრე ვითამაშეთ. სტანდარტულებზე ყოველთვის პრობლემები გვქონდა.
ზოგჯერ გრძნობ, რომ მოედანზე გაცილებით მეტის გაკეთება შეგიძლია. როდესაც ტემპის კონტროლს წყვეტ, გარდაუვლად სხვების მოძრაობებს ადევნებ თვალყურს და ზუსტად ეს მოხდა დღეს. გვქონდა მომენტები, როდესაც თამაში ჩვენს ხელში იყო, მაგრამ ვერ შევძელით ამ უპირატესობის შედეგში გადაქცევა.
„რატომ შევცვალე ილდიზი? არ შემიძლია თამაშის საშუალება მივცე ოპენდას, რომელშიც 45-50 მილიონია გადახდილი? ილდიზს ფიზიკური პრობლემა არ ჰქონდა, ცუდად არ თამაშობდა, მაგრამ მან მეტი უნდა გააკეთოს, ჩვენთვის ბევრი რამის გაკეთება შეუძლია. გოლი გაიტანა, თუმცა გუნდს იმპულსი სჭირდება და მასაც მეტის გაკეთება შეუძლია“, - თქვა სპალეტიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ სერია A-ში 14 ტურის შემდეგ მხოლოდ 23 ქულით მეშვიდე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი სტუმრად „ბოლონიას“ შეხვდება.






