საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-15 ტურში „პარი სენ-ჟერმენმა“ „რენი“ 5:0 დაამარცხა, ხვიჩა კვარაცხელია კი მოედანზე საუკეთესო იყო და დუბლი შეასრულა.
ხვიჩა კვარაცხელიას გამორჩეული თამაში დაუფასა ფრანგულმა გამოცემა Maxifoot-მა, რომელმაც ქართველი შემტევი ლიგა 1-ის ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.
"ხვიჩა კვარაცხელია "რენთან" მატჩში საუკეთესო იყო, მან ხელახლა გვანახა ის ხარისხი რაც მას განსაკუთრებულს ხდის. ხვიჩას თამაში თანმიმდევრული, შთამაგონებელი და გადამწყვეტი იყო. მან კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლია, პსჟ-ს მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო", - ასე აფასებს ფრანგული გამოცემა კვარაცხელიას თამაშს.
ხვიჩა კვარაცხელიას სუპერგოლი "რენთან"
ხვიჩა კვარაცხელიას დუბლი "რენთან"
ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში „პარი სენ-ჟერმენის“ მაისურით 18 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა, ხოლო კონკრეტულად ლიგა 1-ში მისი მონაგარი 13 მატჩში 3 გოლი და 3 ასისტია.






