თამაშგარე

15:45 | 8.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლამინ იამალს „დამწიფებული ხილი“ უყვარს

ლამინ იამალი კარგი ფეხბურთელის გარდა გულრწფელი ბიჭიცაა და არ მალავს საკუთარ ვნებებსა თუ შეხედულებებს. ამის დასტურია „ფეისბუქზე“ კატალონიის „ბარსელონას“ ყმაწვილი შემტევის მიერ გამოქვეყნებული ფოტო, სადაც დართულია მინაწერი „მე მიყვარს MILF“, რაც აბრევიატურაა და 30 და მეტი წლის ქალების ტრფიალებას გამოხატავს.

გასული საუკუნის 80-90-იან წლებში საქართველოში“ მილფებს“ „დამა ქალები“ ეწოდებოდა და მთელს საბჭოთა კავშირში სწორედ ამ ტერმინს იყენებდნენ. სახელდობრ ქართული შესატყვისი ამ ტერმინს არ გააჩნია. გვაქვს მხოლოდ ამონარიდი ფშავური კაფიიდან, სადაც იამალისებრ „მილფთმოყვარე“ ჯეელი თანატოლს ეუბნება: „ხილი სჯობს დამწიფებული, რათა ხარ შაუგნებელი“-ო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.126749