„ლივერპულმა“ შესაძლოა მოჰამედ სალაჰი დასაჯოს და „ინტერთან“ მატჩისთვის განაცხადში არ შეიყვანოს.
ეგვიპტელმა ფეხბურთელმა, რომელიც ბოლო სამ შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში ვერ მოხვდა, „ლიდსთან“ თამაშის შემდეგ ჟურნალისტებთან არნე სლოტთან პრობლემებზე ღიად ისაუბრა.
ამიტომაც, კლუბი აპირებს, რომ ეგვიპტელი ფეხბურთელი დასაჯოს. ზოგადად, დიდი შანსია, იანვარში სალაჰი „ლივერპულიდან“ წავიდეს.
მიმდინარე სეზონში მოჰამედ სალაჰმა „ლივერპულის“ მაისურით 19 მატჩში 5 გოლის გატანა მოახერხა.





