„ლივერპულის“ მეკარე ალისონმა განაცხადა, რომ ფეხბურთელები არნე სლოტს ენდობიან და მას მხარდაჭერას უცხადებენ.
ალისონმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ მოჰამედ სალაჰი „ლივერპულში“ კვლავ ითამაშებს:
რა თქმა უნდა, სლოტს მხარს ვუჭერთ. პრემიერ ლიგის გასულ სეზონში ტიტული მოვიგეთ. გვჯერა მისი ცოდნის, მისი თამაშის სტილის.
სალაჰი? ეს ჩემი საქმე არაა, კლუბის და მოს საქმეა. არა მგონია, სალაჰს ვინმეს უპატივცემულობა გამოეხატა. მას უბრალოდ ჰქონდა თავისუფლება, ესაუბრა საკუთარ სიტუაციაზე. ძალიან იმედი მაქვს, რომ ის კვლავ ითამაშებს „ლივერპულში“, - თქვა ალისონმა.






