ფეხბურთი

2:02 | 9.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერის" მარტივი გამარჯვება "ვულვზთან"

ინგლისის პრემიერლიგის მე-15 ტურში „მანჩესტერ იუნაიტედი“ ღრმა აუტსაიდერ „ვულვზს“ ესტუმრა, რომელიც დაამარცხა.

რუბენ ამორიმის გუნდი ბრუნო ფერნანდეშის გოლით დაწინაურდა, რასაც მასპინძლებმა პირველივე ტაიმში უპასუხეს. თუმცა, „წითელმა ეშმაკებმა“ „ვულვზი“ მეორე ნახევარში გატეხეს.

ჯერ ბრაიან მბეუმომ დააწინაურა „მანჩესტერი“ მეორედ, შემდეგ მეისონ მაუნთმა გაზარდა სხვაობა, ხოლო საბოლოო ანგარიში პენალტით ბრუნო ფერნადეშმა დააფიქსირა, რომელმაც დუბლი შეასრულა და სტუმრებმა 4:1 მოიგეს.

„მანჩესტერ იუნაიტედი“ პრემიერლიგაში 25 ქულით მეექვსე ადგილზეა და მომდევნო ტურში „ბორნმუთს“ უმასპინძლებს, ხოლო „ვულვზი“ კატასტროფულ სეზონს ატარებს - 15 ტურში 2 ქულა აქვს და ჩემპიონშიფში გავარდნას ალბათ ვერ გადაურჩება.

თეგებიმანჩესტერი
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.166592