ფეხბურთი

10:26 | 9.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

ფიფამ გამოაცხადა, რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მატჩებისას ფეხბურთელები წყლის დამატებით ორ შესვენებას მიიღებენ

ფეხბურთელები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თითოეულ მატჩში წყლის დამატებით ორ შესვენებას მიიღებენ რეჰიდრატაციისთვის. ამის შესახებ ტურნირის მთავარმა კოორდინატორმა, მანოლო ზუბირიამ, ფიფას ოფიციალურ ვებ-გვერდთან ინტერვიუში განაცხადა.

დამატებითი შესვენებები სამ წუთს გაგრძელდება და მათზე გავლენას არ მოახდენს ამინდის პირობები, მატჩების ადგილმდებარეობა ან დრო.

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მომავალ ზაფხულს სამ ქვეყანაში გაიმართება: შეერთებულ შტატებში, კანადასა და მექსიკაში. ტურნირის პირველი მატჩი მომავალი წლის 11 ივნისს გაიმართება. მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩი კი 19 ივლისს. ტურნირზე სულ 48 ეროვნული ნაკრები მიიღებს მონაწილეობას.

თეგებიფიფა
0.099395