ფეხბურთი

11:14 | 9.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

არაუხომ შესაძლოა „ბარსელონაში“ ვეღარასდროს ითამაშოს

„ბარსელონას“ ცენტრალურმა მცველმა რონალდ არაუხომ შესაძლოა ვეღარასდროს ითამაშოს „ბლაუგრანაში“.

„არაუხოს პრობლემები უფრო სერიოზულია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. შესაძლოა, „ბარსელონაში“ ვეღარასდროს ითამაშოს“, - ციტირებს COPE კასტანიოს სიტყვებს.

აღნიშნულია, რომ ურუგვაელი უკვე გარკვეული დროა ფსიქოლოგიურ პრობლემებს ებრძვის და აღიარა, რომ ამჟამინდელი მდგომარეობით, მას არ შეუძლია იმ დონეზე კონკურენტუნარიანი იყოს, რასაც „ბარსელონა“ მისგან მოითხოვს. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ არაუხომ კლუბს შეუზღუდავი დრო სთხოვა ემოციური სტრესისგან თავის დასაღწევად, რომელიც მნიშვნელოვნად გაუარესდა ჩემპიონთა ლიგის მატჩის შემდეგ „ჩელსისთან“, სადაც მან 44-ე წუთზე წითელი ბარათი მიიღო და „ბარსელონამ“ 0:3 წააგო.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, „ბარსელონა“ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს მცველის დამატებას ეცდება, იმ შემთხვევაში, თუ არაუხო ემოციურ პრობლემებს ვერ მოაგვარებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.088476