მადრიდის „რეალის“ პრესსამსახურმა მცველ ედერ მილიტაოს ტრავმის შესახებ განაცხადა, ჩემპიონთა ლიგის მე-6 ტურის წინ, სადაც „ლოს ბლანკოსი“ „მანჩესტერ სიტის“ დაუპირისპირდება.
„მადრიდის „რეალის“ სამედიცინო ჯგუფის მიერ ჩატარებული გამოკვლევის შემდეგ, ჩვენს ფეხბურთელ ედერ მილიტაოს მარცხენა ფეხის ბიცეფსის ბარძაყის კუნთის გაწყვეტა და პროქსიმალური მყესის დაზიანება დაუდგინდა. მის გამოჯანმრთელების პროცესს მონიტორინგს მედიკოსები გაუწევენ“, - ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში „რეალის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
ამ სეზონში ფეხბურთელმა კლუბის რიგებში ყველა ტურნირზე 16 მატჩი ჩაატარა, ერთი ბურთი გაიტანა და ერთიც საგოლე გადაცემა შეასრულა.









