„პარი სენ-ჟერმენის“ ნახევარმცველმა ვიტინიამ შეაქო მთავარი მწვრთნელის, ლუის ენრიკეს როლი მის კარიერაში.
პორტუგალიელი პარიზელებს 2022 წელს შეუერთდა, თუმცა გუნდში გაცილებით მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მას შემდეგ, რაც ენრიკემ 2023 წელს მთავარი მწვრთნელის პოსტი დაიკავა. გასულ სეზონში პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ხოლო ვიტინიამ 2025 წლის „ოქროს ბურთის“ ნომინაციაში მესამე ადგილი დაიკავა.
„დიდი ხანია ვთამაშობ და გამიმართლა, რომ ბევრ მნიშვნელოვან ადამიანს შევხვდი, როგორც პირადად, ასევე პროფესიულად. მათ შორის პირველი ლუის ენრიკეა, რომელსაც უდავოდ გადამწყვეტი გავლენა ჰქონდა ჩემს კარიერაზე. დიახ, ცოტა მოსაწყენია, მაგრამ ეს მომწონს, რადგან მასთან ერთად მხოლოდ გაუმჯობესება შეგიძლია. ის შესანიშნავი მწვრთნელია, არა მხოლოდ ტექნიკურად და ტაქტიკურად, არამედ როგორც ადამიანიც, რაც გადამწყვეტია“, - ციტირებს ვიტინიას სიტყვებს Gazzetta dello Sport.






