იტალიური „მილანი“ მადრიდის „რეალის“ უკრაინელი მეკარით ანდრიი ლუნინით დაინტერედა, იტყობინება სოციალურ მედია პლატფორმა X-ზე ინსაიდერი ეკრემ კონური. წყაროს ცნობით, „რეალის“ ყოფილ ნახევარმცველ ლუკა მოდრიჩს შეუძლია ლუნინი „როსონერიში“ გადასვლაზე დაიყოლიოს.
ლუნინი 26 წლისაა. ის „რეალში“ 2018 წლიდან თამაშობს. უკრაინელი კმაყოფილია სათადარიგო მეკარის როლით. მან ამ სეზონში მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა - ჩემპიონთა ლიგაზე „ოლიმპიაკოსის“ წინააღმდეგ (4:3). მისი მოქმედი კონტრაქტი „ლოს ბლანკოსთან“ 2030 წლის ივნისის ბოლომდეა გათვლილი.






