მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელმა სერჟ გნაბრიმ კლუბთან მოლაპარაკებების შესახებ ისაუბრა. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კლუბს გერმანელისთვის კონტრაქტის 2028 წლამდე გახანგრძლივება სურდა, ხელფასის შემცირებით.
„სიტუაცია ძალიან მშვიდია. მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. ვნახოთ, რა მოხდება. ჯერჯერობით ორივე მხარისთვის ყველაფერი კარგად მიდის. ყველა ბედნიერია“, - ციტირებს გნაბრის სიტყვებს Yahoo! Sports.
გნაბრი „ბაიერნს“ 2017 წლის ზაფხულში „ვერდერიდან“ შეუერთდა. 2022 წლის ივლისში მან კონტრაქტი გაახანგრძლივა, რომელიც ახლა 2026 წლის ზაფხულამდეა გათვლილი. ამ სეზონში გერმანელმა გუნდის 18 ოფიციალურ მატჩში ოთხი ბურთი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა შეასრულა.







