„ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა კრისტიან კივუმ ჩემპიონთა ლიგის მე-7 ტურის მატჩის წინ „ლივერპულში“ ეგვიპტელი თავდამსხმელის, მოჰამედ სალაჰის გარშემო არსებულ სკანდალზე ისაუბრა.
„სალაჰი მსოფლიო დონის მოთამაშეა, მაგრამ ეს არ არის ის საკითხები, რომლებიც ჩვენ გვაღელვებს. ეს ჩემი საზრუნავი არ არის. ვიცი, „ლივერპულს“ ჰყავს ფეხბურთელები, რომლებსაც მისი ჩანაცვლება შეუძლიათ და გუნდი მაინც შეინარჩუნებს იმ მაღალ დონეს, რომელიც მთელი ისტორიის განმავლობაში არსებობს ჩვენ გუნდებზე ვსაუბრობთ და არა ინდივიდუალურ მოთამაშეებზე. ამიტომ, უნდა ვიდარდოთ იმაზე, თუ რას აკეთებს ჯგუფი და არა ინდივიდებზე. მათ ძალიან მაღალი ხარისხი აქვთ“, - ციტირებს კივუს სიტყვებს Goal.
ეგვიპტელმა ადრე გააკრიტიკა მწვრთნელი არნე სლოტი და უკმაყოფილება გამოთქვა გუნდში თავისი როლის გამო. ის ზედიზედ სამ მატჩი ვერ მოხვდა სასტარტო შემადგენლობაში. ამის შემდეგ, თავდამსხმელი ჩემპიონთა ლიგის მატჩში „ინტერთან“ გუნდის განაცხადიდან ამოიღეს.









