ფეხბურთი

17:05 | 9.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჯანლუკა დი მარციოს საიტი: "კვერნაძის გოლებმა კვარაცხელია გაგვახსენა"

„ფროზინონეს“ ფეხბურთელმა გიორგი კვერნაძემ სერია B-ს ბოლო ტურში „იუვე სტაბიასთან“ (3:0) დუბლი შეასრულა შესანიშნავი გოლებით.

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს საიტი კვერნაძის გოლებს სტატიით გამოეხმაურა:

„პირველი გოლი ჩემპიონატში, გამარჯვება შინ და სატურნირო ცხრილში „მონცასთან“ გათანაბრება: გიორგი კვერნაძის იდეალური დღე. კარგი მატჩების შემდეგ ქართველმა გარემარბმა სერია B-ში გოლის გატანაც შეძლო. ქართველს ჩემპიონატში გოლი 15 მარტის შემდეგ არ ჰქონდა, როცა „ბრეშას“ გაუტანა.

სწორედ კვერნაძე იყო, ვინც „იუვე სტაბიასთან“ პირველი ტაიმის მიწურულს ინდივიდუალური მოქმედებით ანგარიში გახსნა. ჯერ ბურთი ჰაერში დაამუშავა, შემდეგ ორ კაცში დრიბლინგით გაძვრა. იმ ფლანგზე თავისი თანამემამულე გაგვახსენა, რომელსაც იტალიაში მსგავსი გოლები არაერთი გაუტანია. ამ მატჩამდე კვერნაძეს კარგი თამაშები ჰქონდა, მხოლოდ ერთი რამ აკლდა: გოლის სიხარული, და ეს თავდამსხმელისთვის მცირე დეტალი არ არის.

„იუვე სტაბიასთან“ შეუჩერებელი ჩანდა, დუბლიც შეასრულა. მეორე გოლი ნამდვილი თავდამსხმელის სტილში გაიტანა, მეკარეს ახლო კუთხეში გაუტანა. ამ თამაშით კვერნაძემ დაამტკიცა „ფროზინონესთვის“ თავისი მნიშვნელობა“, - წერს გამოცემა.

გიორგი კვერნაძეს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 15 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი (2 სერია B-ში, 1 იტალიის თასზე), ხოლო ერთხელ საგოლე პასით გამოირჩა.

„ფროზინონე“ სერია B-ს „მონცასთან“ ერთად 31 ქულით ლიდერობს, მომდევნო ტურში კი 14 დეკემბერს, „პესკარას“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.168547