ჩემპიონთა ლიგის მეექვსე ტური ასტანაში გაიხსნა, სადაც „კაირატმა“ პირეოსის „ოლიმპიაკოსს“ უმასპინძლა და მორიგი მარცხი განიცადა.
მატჩის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც 73-ე წუთზე ჟელსონ მარტინშმა გაიტანა. ბერძნებს არაერთი საგოლე მომენტი ჰქონდათ, მაგრამ მხოლოდ ერთი გამოიყენეს.
გიორგი ზარია ძირითად შემადგენლობაში იყო, თუმცა შესვენებაზე შეცვალეს. ქართველ შემტევს ჩემტევს ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში 1 საგოლე პასი აქვს აქტივში.
„ოლიმპიაკოსმა“ პირველი გამარჯვება მოიპოვა, 5 ქულა დააგროვა და მომდევნო ტურში „ლევერკუზენს“ უმასპინძლებს. „კაირატი“ 1 ქულის ამარაა და მომდევნო ტურის მატჩი „ბრიუგესთან“ ელოდება.









