მიუნხენის „ბაიერნმა“ ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი გამარჯვება მოიპოვა და საკუთარ მოედანზე ლისაბონის „სპორტინგი“ 3:1 დაამარცხა.
პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, ხოლო მეორე ნახევრის სტარტზე იოზუა კიმიხის ავტოგოლით პორტუგალიელები დაწინაურდნენ. თუმცა „ბაიერნი“ ძალიან დიდ უპირატესობას ფლობდა და გამარჯვებაც მარტივად მოახერხა.
მალევე ანგარიში სერჟ გნაბრიმ გაათანაბრა, შემდეგ ლენარტ კარლმა წინ გაიყვანა „რეკორდმაისტერი“, ხოლო საბოლოო ანგარიში ჯონათან ტაამ დააფიქსირა.
ლენარტ კარლი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ სამ მატჩში გოლი გაიტანა. "ბაიერნის" ტალანტმა 17 წლისა და 90 დღის ასაკში მოახერხა „ბრიუგეს“, „არსენალის“ და „სპორტინგის“ დამწუხრება.
„სპორტინგში“ გიორგი ქოჩორაშვილი ისევ სათადარიგო სკამზე დარჩა, მას არ აქვს სათამაშო პრაქტიკა, ჩემპიონთა ლიგაზე მაგალითად, მეექვსე ტური მიილია და პირველი ტურის მერე თამაშის შესაძლებლობა არ ჰქონია.
„ბაიერნს“ ექვს ტურში 15 ქულა აქვს და მომდევნო ტურის მატჩს „უნიონ სენ-ჟილთან“ გამართავს, ხოლო „სპორტინგის“ აქტივში 10 ქულაა და პსჟ-ს უმასპინძლებს.
„ბაიერნი“ – „სპორტინგი“ 3:1 (0:0)
გოლები: 0:1 კიმიხი (54, ა.გ), 1:1 გნაბრი (65), 2:1 კარლი (69), 3:1 ტაა (77)









