ფეხბურთი

3:03 | 10.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: "ჩაბი ალონსოს ნაცვლად ვერ მოვშარდავ, მოგწონთ სათაური, არა?"

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ მადრიდის „რეალთან“ მატჩამდე პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

როგორც მან თქვა, „რეალის“ და „ბარსელონას“ მწვრთნელობა ყველაზე რთულია, ამიტომაც, წნეხში ჩაბი ალონსოს ყოფნა არ უკვირს. მან იხუმრა კიდეც, როდესაც ჰკითხეს, რა რჩევას მისცემდა ჩაბის, რომელსაც "ბაიერნიდან" კარგად იცნობს.

„რა თქმა უნდა, ჩაბი ალონსო მიყვარს, რადგან ორი წელი ერთად ვიყავით და მასთან მუშაობა წარმოუდგენელი გამოცდილება იყო. „ბარსელონა“ და „რეალი“ ყველაზე რთულად სამართავი კლუბებია გარემოს და ზეწოლის გამო. "რეალი" სამუშაოდ რთული ადგილია, მაგრამ მან ეს იცის. „რეალში“ ამჟამად ბევრი ფეხბურთელი ტრავმირებულია, როგორც ჩვენ გვყავდა გასულ სეზონში, მაგრამ მას შეუძლია ყველაფრის შეცვლა, ჩაბი მიყვარს და ძალიან ვაფასებ.

რა რჩევას მივცემდი? მან თვითონ უნდა მოშარდოს, ამას მის მაგივრად ვერ გავაკეთებ. მოგწონს სათაურისთვის, არა? (იცინის). „რეალში“ ისე რომ მემუშავა, როგორც გასულ სეზონში „მანჩესტერ სიტიში“ ვიმუშავე, 6 თვის შემდეგ გამათავისუფლებდნენ.

ჩემპიონთა ლიგის ბოლო გამარჯვებული, სრულიად დამსახურებულად, ლუის ენრიკეს პსჟ იყო. გავიხსენოთ, რომ ფაზის ეტაპზე ისინი რვა საუკეთესო გუნდშიც კი ვერ მოხვდნენ. ეს ტურნირი ძალიან გრძელია. ნოემბერსა და დეკემბერში მიზანი კვალიფიკაციაა და თუ რვა საუკეთესო გუნდში მოხვდები, მით უკეთესი. თუმცა, მთავარი კვალიფიკაცია და შემდეგ პლეი-ოფისთვის კარგ ფორმაში ყოფნაა. გასულ სეზონში ძალიან ცუდ ფორმაში ვიყავით, ბევრი ტრავმით, ცუდად ვთამაშობდით და ძალიან ადრე გამოვარდით. მეორე მხრივ, დამსახურებულად“, - თქვა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის „რეალის“ და „მანჩესტერ სიტის“ მატჩი დღეს, 23:55 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.105884