ქართველი მწვრთნელი ალექსანდრე რეხვიაშვილი ლატვიური კლუბის "ოგრე იუნაიტედის" მტავარ მწვრთნელად დაინიშნა. აღნიშნული ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა გვერდმა უკვე დაადასტურა.
"ოგრე იუნაიტედმა" სულ ახლახან ლატვიის ჩემპიონატის პირველი დივიზიონი მოიგო და მომდევნო სეზონიდან ისტორიაში პირველად მიიღებს მონაწილეობას ქვეყნის უმაღლეს ლიგაში.
51 წლის რეხვიაშვილი ლატვიურ ფეხბურთში ცნობილი ფიგურაა, რომელიც საფეხბურთო კარიერის განმავლობაში ლიგის ერთ-ერთი უდიდესი ვარსკვლავი იყო. რეხვიაშვილმა ცხრა სეზონი გაატარა ლატვიის უმაღლეს დივიზიონში, სადაც ისეთ კლუბებს თამაშობდა, როგორებიცაა „სკონტო რიგა“, „ვენტსპილსი“ და „იურმალა“. აღსანიშნავია, რომ მან „სკონტო რიგასთან“ ერთად ზედიზედ ექვს სეზონში მოიგო ვირსლიგის ტიტული.
გარდა ლატვიური კლუბებისა რეხვიაშვილს საფეხბურთო კარიერის განმავლობაში "დინამო თბილისში", "ლანჩხუთის გურიასა" და რუსთავის "მეტალურგში" თამაშობდა, მან ასევე საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით 21 მატჩი აქვს ჩატარებული.









