ფეხბურთი

17:20 | 10.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

"მილანი" მენიოს შემცვლელად ალისონს განიხილავს და პირველი კონტაქტი უკვე შედგა

„მილანმა“ შესაძლოა ზაფხულში „ლივერპულიდან“ ალისონის ტრანსფერზე იმუშაოს. ამის შესახებ იტალიური მედია წერს.

„როსონერის“ მეკარეს, მაიკ მენიოს მიმდინარე სეზონის ბოლოს კონტრაქტი ეწურება, რომელსაც თუ არ გაახანგრძლივებს, კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს. შესაბამისად, მილანური გრანდი მის შემცვლელს უკვე ეძებს.

როგორც Sky Sport-ი იტყობინება, „მილანის“ ხელმძღვანელობას ალისონის გარემოცვასთან პირველი კონტაქტი უკვე ჰქონდა, სიტუაციის განსახილველად. ბრაზილიელს „ლივერპულთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, მაგრამ შეიძლება კლუბი ზაფხულში დატოვოს. ჯერჯერობით, სხვა დეტალები უცნობია.

ალისონის წასვლა, გიორგი მამარდაშვილს „ლივერპულის“ ძირითადი შემადგენლობისკენ დიდი ალბათობით, გზას გაუთავისუფლებს.

ალისონს იტალიაში თამაშის გამოცდილება აქვს, სადაც 2016-2018 წლებში „რომას“ ღირსებას იცავდა და სწორედ „ჯალოროსიდან“ გადავიდა „ლივერპულში“, სადაც დღემდე 312 მატჩი ჩაატარა და 1 გოლიც გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.122121