ფეხბურთი

16:52 | 10.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ყრუაშვილი და გოგა კიკაჩეიშვილი ევროპა ლიგის მატჩებს იმსაჯებენ

მიმდინარე კვირაში ქართველი მსაჯები სამ საერთაშორის მატჩს მოემსახურებიან.

9 დეკემბერს, თბილისის დროით 11:00 საათზე, გიორგი ავაზაშვილი, ზაზა ფიფია და ზვიად ბლიაძე ყაზახეთში, უეფას ახალგაზრდული ლიგის მატჩზე იმუშავებენ. ქართველი მსაჯები ალმათის ქაირათის და ბერძნული ოლიმპიაკოსის შეხვედრას განსჯიან.

11 დეკემბერს, ზაგრებში, ევროპა ლიგის შეხვედრაში ადგილობრივი დინამო ესპანურ ბეტისს მიიღებს. შეხვედრის მთავარი არბიტრი გოგა კიკაჩეიშვილი იქნება. მას ასისტენტობას დავით ახვლედიანი და დავით გაბისონია გაუწევენ. მეოთხე მსაჯი ბაქარ ბრეგაძე იქნება, ხოლო ვიდეო რეფერის ასისტენტი ალეკო აფციაური.

ევროპა ლიგის მატჩზე იმუშავებას გიორგი ყრუაშვილი, რომელიც ლევან ვარამიშვილთან, გიორგი ელიკაშვილთან და კობა რევაზაშვილთან ერთად ფრანგული ნიცას და პორტუგალიური ბრაგას შეხვედრას განსჯის. მატჩი 11 დეკემბერს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092369