მრავლისმნახველი ჩეხი მოდელი ევა ჰერცოგოვა დარდით იხსნებეს ახალგაზრდობის წლებს და ამბობს, რომ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც სპორტზე უარი თქვა და სპორტულ კარიერას საპოდიუმო ფიცარნაგი არჩია, რადგან მისი აზრით სპორტსმენი ბევრად დაფასებული ადამიანია, ვიდე რაგინდარა წარმატების მიმღწევი მოდელი.
ევა სოფელ ლიტვინოვში ჯერ კიდევ მაშინ დაიბადა, როდესაც მის სამშობლოს ჩეხოსლოვაკია ერქვა. ბუღალტერი დედის და ელექტრიკოსი მამის ქალიშვილი ბავშვობაში სპორტული აღნაგობის იყო, გამორჩეული იყო ტანვარჯიშში, კალათბურთში, მძლეოსნობასა და თხილამურებით სრიალში.
მან სამოდელო კარიერა 16 წლის ასაკში დაიწყო მას შემდეგ, რაც გაიმარჯვა ფრანგული სამოდელო სააგენტო Metropolitan Models- ის მიერ ორგანიზებულ სამოდელო კონკურსში. პარიზში ჩასვლის შემდეგ მისი პოპულარობა გეომეტრიული პროგრესიით გაიზარდა და დღეს ამ ქალზე პოპულარული ჩეხი მოდელი ფაქტობრივად არ არსებობს.









