ჩემპიონთა ლიგაზე მეექვსე ტური გრძელდება და მორიგი ორი მატჩი გაიმართა, რომლებიც შედეგიანი გამოდგა და სტუმრებმა მოიგეს.
„ყარაბაღმა“ ამსტერდამის „აიაქსს“ უმასპინძლა და ახლოს იყო მორიგ ხმაურიან სენსაციასთან. რა თქმა უნდა, სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, „ყარაბაღის“ მოგება უფრო ლოგიკური იქნებოდა, მაგრამ ისტორიიდან, სახელიდან გამომდინარე, აზერბაიჯანის ჩემპიონის გამარჯვება სენსაციად უნდა ჩათვლილიყო.
„ყარაბაღმა“ შესანიშნიშნავად დაიწყო, მეათე წუთზე კამილო დურანის გოლით დაწინაურდა, რასაც ტაიმის მიწურულს კასპერ დოლბერგმა უპასუხა. მეორე ტაიმის დასაწყისში მათეუშ სილვას გოლით აზერბაიჯანის ჩემპიონი მეორედ დაწინაურდა და 79-ე წუთამდე იგებდა...
თუმცა, ბოლო წუთებში „აიაქსისგან“ სამი გოლი გაუშვა და 2:4 დამარცხდა. „ყარაბაღხს“ 6 ტურში 7 ქულა აქვს და მომდევნო შეხვედრაში „აინტრახტს“ უმასპინძლებს, ხოლო „აიაქსმა“ პირველი ქულები მოიპოვა, მისი მომდევნო მეტოქე სტუმრად „ვილიარეალი“ იქნება.
„ვილიარეალმა“ ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი პრაქტიკულად დაკარგა, რადგან მორიგი მარცხი განიცადა. მარსელინოს გუნდი შინ „კოპენჰაგენს“ დაუპირისპირდა და 2:3 წააგო.
უცნაურია, რადგან „ვილიარეალს“ ლა ლიგაში ზედიზედ 6 მოგება აქვს, „ბარსელონას“ და „რეალს“ ტოლს არ უდებს, ჩემპიონთა ლიგაზე კი საშინლად თამაშობს - 1 ფრე და 5 წაგება.
ესპანური კლუბი დანიის ჩემპიონთან ორჯერ აგებდა, ორჯერვე გაათანაბრა, მაგრამ 90-ე წუთზე ანდრეას კორნელიუსისგან მესამეც გაუშვა და ისევ უქულოდ დარჩა. გიორგი მიქაუტაძე ძირითად შემადგენლობაში იყო, მაგრამ შესვენებაზე შეცვალეს.
გიორგი მიქაუტაძეს „ვილიარეალის“ მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 17 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი, ორჯერ კი საგოლე პასი გააკეთა.
„ვილიარეალი“, რომელიც ლა ლიგაში ბრწყინავს, ჩემპიონთა ლიგაზე ერთადერთი ქულის ამარა ბოლოსწინა ადგილზეა, „კაირატს“ მხოლოდ ბურთების ბალანსით უსწრებს და მომდევნო ტურში „აიაქსს“ უმასპინძლებს. „კოპენჰაგენმა“ ზედიზედ მეორედ მოიგო, 7 ქულა დააგროვა და „ნაპოლის“ შინ დაუპირისპირდება.
„ყარაბაღი“ – „აიაქსი“ 2:3 (1:1)
გოლები: 1:0 დურანი (10), 1:1 დოლბერგი (39), 2:1 მათეუშ სილვა (47), 2:2 გლუხი (79), 2:3 გაეი (83)
„ვილიარეალი“ – „პაფოსი“ 2:3 (0:1)
გოლები: 0:1 ელიოუნუსი (2), 1:1 კომესანია (47), 1:2 აჩური (48), 2:2 ოლუვასეი (56), 2:3 კორნელიუსი (90)







